22473554_1678621642157377_1475209625_o

ნესკაფეს გამოწვევა “ახლო მეგობარი” მეგობრობას ონლაინ სივრციდან ისევ რეალურ სამყაროში აბრუნებს

13.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

არავისთვის არის საკამათო, რომ სოციალური ქსელები რეალურ ურთიერთობებს ანაცვლებს. ეს უკვე აღარ არის საფრთხე, ეს ფაქტია. ამ თემის ირგვლივ ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ “ნესკაფე” არის პირველი ბრენდი, რომელიც პრობლემას კამპანიით დაუპირისპირდება.

IMG_7527

გამოწვევა „ახლო მეგობრის” მიზანია, მეგობრები კიდევ უფრო დაახლოოს ერთმანეთს, მოწყვიტოს ისინი ინტერნეტ სამყაროს ცოტა ხნით მაინც და შეკრიბოს მყუდრო, მეგობრული საღამოს გასატარებლად ფინჯანი ყავის თანხლებით. კამპანია Really Friends/ახლო მეგობარი შეეცდება შეამციროს დისტანცია მეგობრებს შორის და „ნიუსფიდის“ თვალიერების ნაცვლად, წაახალისოს ისინი, რომ პირადად მოინახულონ „ახლომდებარე“ მეგობრები.

IMG_7445

 

კამპანიის გმირად შერჩეულია ზურა ბალანჩივაძე რადგან შეიძლება ითქვას, რომ ის ფაქტობრივად სოც.მედია სივრცის ბინადარია. ზურა სტუმრად ეწვია თავის მეგობრებს 2 ფინჯანი ყავით ნესკაფე და სრულიად მოულოდნელი და საინტერესო გამოცდილება მიიღო, მიიღო შთაბეჭდილებები, რომელთა მიღებაც მონიტორის და ტელეფონის ეკრანიდან უბრალოდ შეუძლებელია.

22494577_1678634558822752_539772707_o

ახლო მეგობრები და რეალური ურთიერთობები ყავა ნესკაფესთან ერთად! მეგობრობა ეკრანის გარეშე/მონიტორს მიღმა – ასეთია კომპანია “ნესტლეს”  კრეატიული კამპანიის ლაიტმოტივები. ნესკაფეს ახალი პროექტის მიზანია მოწყვიტოს მეგობრები ვირტუალურ სივრცეს და აჩვენოს მათ რეალური ურთიერთბების უპირატესობები. კამპანიის წარდგენამ 12 ოქტომბერს, „ეზო“-ში მყუდრო და თბილ ვითარებაში ჩაიარა. ღონისძიებას ესწრებოდენენ კამპანიის მთავარი გმირი, ზურა ბალანჩივაძე და მისი  მეგობრები, ასევე მედია წარმომადგენლები.

EER

საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, სადაც „Really Friends“ კამპანია ხორციელდება. პირველად კამპანია 2013 წელს საფრანგეთში დიდი წარმატებით ჩატარდა და შემდეგ ძალიან ბევრმა ქვეყანამ აიტაცა.



300x600-gif