m97620020170314

დიდი ბრიტანეთი სოცქსელების რეგულირების საკითხს განიხილავს

13.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

გამოცემა Daily Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლება, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად, Facebook-სა და Google-ში განთავსებული კონტენტის რეგულირებას განიხილავს.

არსებობს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი. შესაძლოა, სოციალურმა ქსელებმა საკუთარ პლატფორმაზე კონტენტის განთავსებისთვის ტრადიციული მედიის წესები მიიღონ.

გარდა ამისა, სოციალური ქსელები შესაძლოა, განიხილონ არა როგორც საკომუნიკაციო პლატფორმა, არამედ როგორც კონტენტის პუბლიკატორი და მათ პასუხი უნდა აგონ მის შემცველობაზე. ამ იდეის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ თუ Facebook-ი პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რასაც აქვეყნებს, ის უფრო სერიოზულად გააკონტროლებს გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამჟამად ლონდონში Google-სა და Facebook-ის მნიშვნელობა „ციფრული ქარტიის“ დადგენილებაში განიხილება.