iphone

Apple-ი და LG ერთობლივად მუშაობენ iPhone-ზე – დასაკეცი ეკრანით

13.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Apple და LG იწყებენ მუშაობას iPhone-ზე, რომელსაც დასაკეცი OLED-ეკრანი ექნება. ამის შესახებ The Investor-ი იუწყება.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ცოტა ხნის წინ LG Display-მ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი დასაკეცი OLED-ეკრანის შესაქმნელად. მათი ინფორმაციით, წარმოება 2020 წელს უნდა დაიწყოს.

ამავდროულად, Apple-ის მთავარი კონკურენტი Samsung-იც დრეკად სმარტფონზე მუშაობს. Galaxy X-ის შესახებ სამხრეთკორეულმა კომპანიამ ჯერ კიდევ მარტში გააკეთა განაცხადი. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს იქნება დასაკეცი გაჯეტი.