jony-ive

Apple-ის მთავარი დიზაინერი iPhone-ის მომავალზე საუბრობს

12.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Apple-ის მთავარი დიზაინერი, ჯონი აივი, აცხადებს, რომ iPhone X-ით კომპანია ახალ ეპოქას იწყებს. ამის შესახებ მან იაპონურ გამოცემას Brutus Casa-ს უამბო.

აქამდე გვეგონა, რომ კორპუსი და ეკრანი სხვადასხვა კომპონენტი იყო. ყოველთვის გვინდოდა ამ ერთი შეხედვით განსხვავებული ნაწილების გაერთიანება. iPhone X-ის სახით, რომლის შექმნასაც მრავალი წელი დასჭირდა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. უკვე უამრავი იდეა გვაქვს ამ მიმართულებით და ვმუშაობთ კიდეც მასზე. სწორედ აქედან იწყება iPhone-ის განვითარების ახალი თავი, – აცხადებს აივი.

ის გამოცემასთან Face ID-ის მნიშვნელობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ისეთი სმარტფონის არსებობა, რომელსაც ზუსტად შეუძლია მფლობელის ამოცნობა, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

საუბრის ბოლოს აივმა განაცხადა, რომ iPhone X არ უკავშირდება iPhone-ის გამოშვების 10 წლისთავს. მის შექმნას სპეციალისტებმა 5 წელი მოანდომეს.