panasonic-logo

Panasonic-ის პარტნიორი შპს „მზე“ 20 წლის ხდება

12.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მსოფლიო ლიდერი ბრენდის, Panasonic-ის პარტნიორი, შპს „მზე“ 20 წლის ხდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში Panasonic-ის რეგიონული წარმომადგენელი კოჯი ტერაჯიმა და შპს „მზე“-ს დამფუძნებელი ივანე გაგუა ახალ შოურუმს გახსნიან.

ღონისძიებას დაესწრებიან იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და JIKA (Japan International Cooperation Agency) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ხელმძღვანელი იუკიჰიკო ეჯერი.

მიღება გაიმართება 13 ოქტომბერს 18 საათზე, მისამართზე: ა. ბელიაშვილის 106.

შპს „მზე“ საქართველოში 1997 წლიდან ფუნქციონირებს როგორც მოტოროლას ოფიციალური პარტნიორი.

2001 წლიდან კი აქტიურად თანამშრომლობს იაპონურ ბრენდთან -Panasonic.

დამატებითი ინფორმაციისთვის: იოსებ ჩხეტიანი 599 180217



300x600-gif