book

ახალი სასწავლო წელი

11.10.2017 | კვლევები, სიახლე

სექტემბერი სწავლის დაწყების თვეა, შესაბამისად, ქართულ მედიაში ხშირად ვხვდებით სკოლებთან, ბაღებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებული თემების გაჟღერებას.

სკოლების თემა, სექტემბრის განმავლობაში, ჯამში 700-მდე ნიუსში გაშუქდა. აქედან პუბლიკაციების უმრავლესობა საჯარო სკოლებს ეხებოდა. სახელობით და კერძო სკოლებს შორის, ყველაზე ხშირად მოხსენიებული კომაროვის სკოლა აღმოჩდა.

1

ბაღების თემა 600-მდე სიუჟეტსა და სტატიაში გამოვლინდა და ძირითადი აქტივობა მოდის შემდეგ თემებზე:

* აღმზრდელების უყურადღებობით დაშავებული ბავშვი-206-ე საბავშვო ბაღში, 3-4-წლიანი ბავშვბის ჯგუფში, ბავშვი გადმოვარდა მეორე სართულიდან.

* პროექტის „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ განხორციელება.

* ბოლნისის საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი დაფიქსირებული ენტერო ვირუსი და ნაწლავური ინფექციაა.

* თბილისს ხუთი ახალი ბაგა ბაღი შეემატა.

* მშობლების ნაწილმა საჯარო საბავშვო ბაღში დარეგისტრირება დროულად ვერ მოახერხა.

უმაღლესი სასწავლებლების საკითხები გაშუქდა 1300-მდე ნიუსში. მედიაში, ყველაზე ხშირად მოხსენიებული უნივერსიტეტების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

2

 


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.