Untitled

Google-ის ახალი ყურსასმენები 40 ენაზე გადათარგმნის

10.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კომპანია Google-მა ახალი უკაბელო ყურსასმენები Pixel Buds-ი წარმოადგინა, რომელსაც შეეძლება თანამოსაუბრის ლაპარაკი სინქრონულად თარგმნოს.

Pixel Buds-ი, სმარტფონს Bluetooth-ის ინტერფეისით უერთდება. მისი მართვა, მარჯვენა ყურსასმენის საშუალებით შეიძლება. მწარმოებლის თქმით, აქსესუარს დატენვის გარეშე მუშაობა 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

სიახლის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სინქრონული თარგმანია. მოწყობილობა ადამიანის ლაპარაკს იმახსოვრებს და შემდგომ თქვენთვის სასურველ ენაზე თარგმნის. ამჟამად Pixel Buds-ი ინფორმაციას 40 ენაზე ინახავს.

The Google Pixel Buds-ის, ღირებულება 159 დოლარი (დაახლოებით 393 ლარი) იქნება.



300x600-gif