mfrinavi-taqsi

მფრინავი ტაქსი პირველ ფრენას 2018 წელს შეასრულებს

06.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მფრინავი ტაქსი თავის პირველ ფრენას 2018 წელს შეასრულებს. ინფორმაციას Airbus-ი ავრცელებს. საჰაერო ტრანსპორტს „CityAirbus“-ს ჰაერში აფრენა და მიწაზე დაშვება ვერტიკალურ მდგომარეობაში შეუძლია.

პირველ ეტაპზე, მფრინავ ტაქსს მძღოლი ეყოლება, თუმცა კომპანიის განცხადებით, შემდეგ, იგი სრულიად თვითმავალი გახდება. Airbus-ის მიხედვით, მფრინავ ტაქსის 120 კმ/სთ-ს განვითარება შეეძლება. მასში დაახლოებით, 4 ადამიანი მოთავსდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ მფრინავი ტაქსი მოხერხებულთან ერთად ეკოლოგიურიც იქნება.