22207268_10210838002890012_1602002386_n

მეცნიერებმა ვიდეოთამაშების დადებითი მხარეები ახსნეს

02.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

გეიმერები უფრო სწრაფად იმახსოვრებენ და ამუშავებენ ინფორმაციას, ვიდრე ისინი, ვინც კომპიუტერული თამაშებით არ არიან დაკავებულები. ამ დასკვნამდე  ნეიროფიზიკოსები მივიდნენ.

მეცნიერებმა მოხალისეების ორ ჯგუფზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. პირველში ისინი შეიყვანეს, ვინც კვირაში 15 საათი მაინც თამაშობენ კომპიუტერზე, მეორეში კი – ვინც რეგულარულად არ თამაშობს. მათ ტესტი შესთავაზეს, სადაც მიცემული რუკების კომბინაციის საფუძველზე უნდა განესაზღვრათ – კარგი ამინდი იქნებოდა, თუ წვიმიანი. ამ ტესტზე მუშაობისას მათ მაგნიტურ-რეზინანსული ტომოგრამა გადაუღეს. ცდის შემდეგ მოხალისეებმა ანკეტები შეავსეს, სადაც უნდა აეხსნათ მათ მიერ თამაშის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების სისწორე.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამოცანას გეიმერები უკეთ გაუმკლავდნენ, გამოკითხვის შედეგად კი დადგინდა, რომ მათ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის მიღების ასეთი თავისებურება ჰიპოკამპის (ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე) მეტი აქტიურობის დამსახურებაა. მათი თქმით, ჰიპოკამპს სწორედ ვიდეოთამაშები ავარჯიშებს, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროს ასაკშიც.