Untitled-1

ლატარიის ახალი კომპანია

29.09.2017 | კვლევები, სიახლე

2011 წლიდან, საქართველოში ლატარია „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ ასოცირდება. ამჯერად კი, ქართული მედია, ლატარიის ბაზარზე, ცვლილების თაობაზე გვამცნობს.
2017 წლის 1 სექტემბრიდაან საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა – გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღო. ლატარიის ჩატარების უფლებამოსილება ამ დრომდე „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ აქვს, რომელიც საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან წყვეტს. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გახდა სახელმწიფო. ამ დრომდე უცნობია თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ წილს – დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელობაში გადავა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის მომენტში კომპანიის 100%-იან წილს მისი მოქმედი დირექტორი ლევან ხუნდაძე ფლობდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელები უკვე ბულგარეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება New Games და შპს „ვინ“ არიან, რომლებიც იმ დროისათვის 50%-50%-იან წილებს ფლობდნენ. რეესტრის 2017 წლის 20 ივლისის მონაცემებით კი, New Games-ი კომპანიის 25%-იანი წილის; ხოლო „ვინ“ 75%-იანი წილის მფლობელები არიან.
New Games-ი ბულგარეთის ლატარიის ეროვნული კომპანიაა. რაც შეეხება კომპანია „ვინ“-ს, რეესტრში ის 2016 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიაა. რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორია, რომლის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები – ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია ფლობენ. სამივე მათგანი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან. თავის მხრივ, „სი ბი ეს ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის არიან: „კავკასუს ონლაინი“, „ბილაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ პირველი სარესტორნო ქსელის მმართველი კომპანია „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, სასტუმრო „ინტურისტი“ და ა.შ.
ზოგადად ლატარიის სექტორი, საკმაოდ აქტიურია მედიაში. მისი მედია აქტივობის სტატისტიკა, წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

com

 


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.



300x600-gif