Twitter-y-TV

Twitter სიმბოლოების ლიმიტის 140-იდან 280-მდე გაზრდას გეგმავს

27.09.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Twitter სიმბოლოების ლიმიტის 140-იდან 280-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ განაცხადა.

თქვენი ტვიტი 140 სიმბოლოში არ ეტევა? ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ რაიმე ახალი და სიმბოლოების რაოდენობა 280-მდე გავზარდოთ!“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. სოციალურ ქსელში ამ სიახლის დატესტვა უკვე დაიწყეს.

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ Twitter-ი დონალდ ტრამპის გამო საკუთარ წესებს შეცვლის. ამ დროისთვის არსებული წესებით მომხმარებლებს სხვებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და ძალადობისკენ მოწოდება ეკრძალებათ. აკრძალვების თანახმად, ტრამპის არაერთი ტვიტი, თუნდაც ჩრდილოეთ კორეასა და მის ლიდერთან დაკავშირებით, უნდა წაშლილიყო. ამჯერად Twitter-ის ადმინისტრაციამ ბოლოს და ბოლოს ახსნა, თუ რატომ ეყპრობა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტებს განსხვავებულად.

კომპანიის წარმომადგენლებმა ტრამპის ბოლო შეტყობინებების შესახებ აღნიშნეს, რომ კომპანიას გააჩნია თავისი შინაგანაწესი, რომლითაც აკრძალულია “ინფორმაციულად მნიშვნელოვანი“ ტვიტების წაშლა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მთავარ წესს არღვევს. განცხადების თანახმად, მალე ეს გადაწყვეტილება მომხმარებელთან დადებულ შეთანხმებაშიც გამოჩნდება.