untitled-designappla

iPhone 8 საქართველოში კვირის ბოლოს გამოჩნდება

22.09.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

საქართველოში ახალი iPhone 8-ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად გაიყიდა.

როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში განაცხადეს, ექსკლუზიური მოდელი წინასწარი შეკვეთით უცხოეთის მოქალაქემ შეიძინა.

iPhone 8 საქართველოში კვირის ბოლოს გამოჩნდება და მისი ფასი უკვე 2500 ლარიდან დაიწყება. რაც შეეხება საიუბილეო iPhone 10-ს, მასზე წინასწარი შეკვეთები 3 ნოემბერს დაიწყება და iphone 10 -ის ექსკლუზიური მოდელი  9 999 ლარი ეღირება.

Apple-მა iPhone 8, iPhone 8+ და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში 12 სექტემბერს წარმოადგინა.

iPhone 8 და iPhone 8+ ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსება ე.წ. უსაზღვრო ეკრანია – all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა. ასევე, მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.

რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში iPhone 8 – 699 $ ეღირება, iPhone 8 + – 799 $, ხოლო iPhone X – 999 $.