აბა

რეგიონის ქვეყნებიდან გამოკითხულებს ყველაზე მეტი ნათესავი/მეგობარი/კოლეგა რუსეთში ჰყავთ

15.09.2017 | კვლევები, სიახლე

რესპონდენტების ყველაზე დიდ ნაწილს ნათესავი, ახლო მეგობარი
ან კოლეგა საზღვარგარეთ არ ჰყავს.

ის რესპონდენტები, რომლებიც რომელიმე ქვეყანას მაინც ასახელებენ, სადაც ახლობლები/კოლეგები ჰყავთ, აღნიშნავენ, რომ ასეთი ქვეყანა რუსეთია.

გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ნათესავი/ახლო მეგობარი/კოლეგა  საქართველოში აზერბაიჯანელებს ჰყავთ.

რეგიონსა და რუსეთში განხორციელებული კვლევის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებში ჰყავთ გამოკითულ მოქალაქეებს ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები, ვისთანაც ისინი ინარჩუნებენ მუდმივ კომუნიკაციას (პირადს, მიმოწერით, ტელეფონით და ა.შ.) თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპონდენტმა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველი, აზერბაიჯანელი და რუსი რესპონდენტების უმრავლესობას ნათესავი, ახლო მეგობარი ან კოლეგა საზღვარგარეთ არ ჰყავს. ამ პასუხს აფიქსირებს ქართველების 33%, აზერბაიჯანელების 45% და რუსების 44%.

ქართველი რესპონდენტების დიდ ნაწილს – 31%-ს, ასევე, რუსეთში ჰყავს  ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები, 12%-ს თურქეთში, 10%-ს კი – გერმანიაში (იხილეთ გრაფიკი #1).

11

როგორც აღმოჩნდა, რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) იმ  რესპონდენტებიდან, რომელთაც რომელიმე ქვეყანაში მაინც ჰყავთ ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები, ყველაზე მეტი ასახელებს რუსეთს, როგორც მათი ახლობლების/კოლეგების საცხოვრებელ ქვეყანას. სომხეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ყველაზე დიდია და 81%-ს უდრის, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი – 25%-ს.

ამ შედეგებისგან განსხვავებით, რუსი რესპონდენტების მხოლოდ 1-1% აფიქსირებს, რომ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჰყავთ ნათესავები, ახლო მეგობრები ან კოლეგები.

საინტერესოა ის შედეგიც, რომ გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ახლობელი/კოლეგა საქართველოში აზერბაიჯანელებს (11%) ჰყავთ (იხილეთ გრაფიკი #2).

22


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.