19

ახალ iphone-ს 6-ბირთვიანი ახალი პროცესორები აქვთ, რომლის წყალობითაც სისწრაფე 70%-ით გაიზარდა

13.09.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Apple-მა iPhone 8 და 8 Plus-ი წარადგინა.

გარეგნულად ახალი სმარტფონები გასული წლის მოდელისგან რადიკალურად არ განსახვავდება და სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მისი უკანა გარეკანი შუშისგანაა.

iPhone 8 და 8 Plus-ი 3 ფერშია წარმოდგენილი. ესენია: შავი, ვერცხლისფერი და ვარდისფერი.

ახალ სმარტფონებს 6-ბირთვიანი ახალი პროცესორები აქვთ, რომლის წყალობითაც მისი სისწრაფე 70%-ით გაიზარდა.

Apple-მა iPhone 8 და 8 Plus-ის გარდა iPhone X-ის პრეზენტაცია გამართა. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებულება სახის ამოცნობის ტექნოლოგიაა. კომპანიის მტკიცებით, ეს დაცვის საუკეთესო საშუალებაა და iPhone X-ის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდა ამისა, Face ID-ის დახმარებით შესაძლებელია გადახდების განხორციელება, რადგან მას Apple Pay-ის მხარდაჭერა აქვს.

Apple-ს სამივე სმარტფონი უსადენოდ იტენება.