0-24543-21443-24518-iphone-8-weibo-925-2-l-l

iPhone 8-ის პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართება

07.09.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

კორპორაცია Apple-ი iPhone 8-ის პრეზენტაციას 12 სექტემბერს გამართავს. ამის შესახებ Verge წერს.

გამოცემის ცნობით, iPhone 8-ის გარდა პრესკონფერენციაზე კიდევ 2 სმარტფონს წარადგენენ. ესენია: iPhone 7s და 7s Plus.  გარდა ამისა, იგეგმება ახალი საათების პრეზენტაცია.

პრეზენტაცია კომპანიის ახალ კამპუსში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.