Untitled-1

ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ადამიანს დაახლოებით, 16 წელი ძილში აქვს გატარებული

04.09.2017 | კვლევები, სიახლე

დღე-ღამის განმავლობაში, ადამიანებს საშუალოდ, 8 საათი და 20 წუთი სძინავთ,
წლის განმავლობაში კი ადამიანი საშუალოდ, 125 დღეს ატარებს ძილში.

 

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია გამოკითხულთა ძილის რეჟიმის შესახებ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 500-მა რესპონდენტმა.

კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა 36,4%-ს სძინავს დღისით. მათ შორის, კაცებს უფრო ხშირად სძინავთ დღისით (41,1%), ვიდრე ქალებს (32,7%).

რესპონდენტთა თითქმის 27%-ს დღისით ყოველდღიურად სძინავს (იხილეთ გრაფიკი #1).

1

ჯამში, დღე-ღამის განმავლობაში, ადამიანები საშუალოდ, 8 საათსა და 20 წუთს ატარებენ ძილში.

საინტერესოა მსგავს საკითხზე 2006 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების შედარება დღევანდელ მონაცემებთან.

როგორც აღმოჩნდა, 2006 წელს კაცებს წლის განმავლობაში 2 დღით მეტი ეძინათ, ვიდრე -ქალებს. დღესდღეობით კი კაცებს ქალებზე 1 დღით ნაკლები სძინავთ (იხილეთ გრაფიკი #2).

2

დღევანდელი მონაცემებით, წლის განმავლობაში ადამიანს საშუალოდ 125 დღე სძინავს – 4 დღით მეტი, ვიდრე  2006 წელს. ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს, საშუალოდ, 16.1 წელი ძილში აქვს გატარებული  – 0.6 წლით უფრო მეტი, ვიდრე 2006 წელს (იხილეთ გრაფიკი #3).

3


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.