rsz_20953400_504002919944737_8606884394417681259_n_0

ბიზნესსექტორი ტყის გადასარჩენად

25.08.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, კვლევები, სიახლე

20 აგვისტოს შემდეგ, ქართული საზოგადოება, ბორჯომის ხანძარს ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი კიდევ მრავალ ლოკაციაზე გავრცელდა, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ბორჯომის ხანძარი რჩება ყველაზე მასშტაბურ ზარალად ქვეყნისათვის, გადაგურებული, უნიკალური ტყის საფარის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

როგორც უკვე არაერთხელ, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისა და დაკარგულის აღდგენისთვის, კვლავ დაიწყო ქართულმა ბიზნესმა გაერთიანება. ქართული მედია, ავრცელებს ინფორმაციას ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თაობაზე, ბორჯომის ტყის აღსადგენად.

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი თიბისი ჯგუფისა და კომპანია ბორჯომის მიერ აღდგება. ინიციატივას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და კომპანია “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაც” შეუერთდა.

საქართველოს ბანკი 1 მილიონ ლარს გამოყოფს საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის.

ბორჯომში მდებარე სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომმა“ სოფელ დაბასთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული მეხანძრეეები და მაშველები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა.

ბორჯომში, სტიქიის ზონაში, ახალციხის “ნამცხვრის სახლმა” საკვები პროდუქტები ჩაიტანა.

პაშა ბანკი აქტიურად გააგრძელებს ბორჯომის ხანძრით დაზიანებული ტერიტორიის აღდგენას სხვა კომპანიებთან ერთად. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში ბანკის ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში დაირგო 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი, შემდეგ კი კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში დამატებით 500 ნერგი. ნარგავების უმეტესობა, სამწუხაროდ, გაანადგურა ხანძარმა.

ბორჯომის ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ქართულმა მედიასივრცემ, დაახლოებით 1000-მდე სტატიასა და სიუჟეტში გააშუქა აღნიშნული ფაქტი. მედია ტიპებს შორის, ინფორმაციის პროცენტული გადანაწილება, მოცემულია გრაფიკზე.

 

daiwyo


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.



300x600-gif