Untitled-1

ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუები

29.06.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2017 წლის გაზაფხულის ყველაზე რეიტინგულ აპოლიტიკურ თოქ-შოუებს. ტოპ ხუთეულის პირველ ადგილზეა გადაცემა „პროფილი“ რეიტინგით 23,04%, რომელიც 4 მაისს გავიდა, ეს იყო მაია ასათიანის სატელევიზიო ეთერში დაბრუნების პირველი გადაცემა. მეორე ადგილზეა გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, რეიტინგით 15,23%. მესამე ადგილზეა გადაცემა „სხვა რაკურსი“, რეიტინგით 15,19%. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულ გადაცემებს თითქმის ერთნაირი შედეგები აქვთ: „პრაიმშოუ“ 14,11% და „ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“ 14,09%. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

1

გადაცემების წარმატება ფასდება არამხოლოდ ერთჯერადი მაღალი რეიტინგით, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რამდენად ერთგული მაყურებელი ჰყავს გადაცემას, რომელსაც არ უჩნდება სურვილი გადაცემის მსვლელობისას თუნდაც მცირე ხნით სხვა არხზე გადართოს. შერჩეული გადაცემები შევაფასეთ მაყურებლის ლოიალობის მიხედვით (სულ გაზაფხულზე გასული მთავარი გადაცემების ქრონომეტრაჟის 70%-იდან, განმეორებების გარეშე) და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ლოიალური აუდიტორია 2017 წლის გაზაფხულზე ჰყავდა გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“-68,51%, მეორე ადგილზეა გადაცემა „პროფილი“ -67,44%, მესამე ადგილზეა გადაცემა „პრაიმშოუ“ 66,66%. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

2



300x600-gif