Untitled-1

სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები და თოქ-შოუები

15.06.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

სატელევიზიო კონტენტი, პრიორიტეტები და მაყურებლის პრეფერენციები ყოველწლიურად  იცვლება. თუმცა ინტერესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისადმი საკმაოდ სტაბილურია. საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2017 წლის გაზაფხულის ყველაზე რეიტინგულ საზოგადეობრივ-პოლიტიკურ გადაცემებსა და თოქ-შოუებს.

2005 წლიდან დაგროვილი ისტორიული მონაცემები მოწმობს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები აქტუალობას არ კარგავს და თითქმის ყოველ წელს, წლის ყველაზე რეიტინგულ გადაცემათა ათეულში აუცილებლად ხვდებოდა ერთი ან ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან ახალი ამბების ტიპოლოგიის გადაცემები. „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს  საერთაშორისო პარტნიორი Eurodata TV Worldwide, მთელს მსოფლიოში აგროვებს ინფორმაციას ყველაზე რეიტინგული გადაცემების შესახებ. უკვე მეექვსე წელია ზედიზედ, მსოფლიოში წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემების 21% მოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ახალი ამბების გადაცემებზე. ამ ტიპოლოგიის 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გადაცემა იყო, 13 ნოემბერს CBS-ზე გასული დონალდ ტრამპის ინტერვიუ გადაცემაში „60 წუთი“, რომელსაც 22 მლნ. მაყურებელმა უყურა.

ქართულ ტელესივრცეში სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები და თოქ-შოუები ყველა საერთო მაუწყებლობის ფორმატის მქონე არხზე გადის, ზოგიერთ მათგანზე რამდენიმეც. წარმოგიდგენთ გაზაფხულის ყველაზე რეიტინგულ თხუთმეტ გადაცემას, სამიზნე აუდიტორიისთვის 18+. ყველაზე რეიტინგული რუსთავი2-ის გადაცემა „P.S.”-ია, რეიტინგით 18,50%, რომელიც 2016 წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემების ტოპ ათეულშიც მოხვდა. მეორე ადგილზე გავიდა გადაცემა „განსხვავებული აქცენტები“, რეიტინგით 15,52%, მესამე ადგილზე გადაცემა „არჩევანი“, რეიტინგით 13,21%. მომდევნო სამი ადგილი იმედის სოციალურ-პოლიტიკურმა გადაცემებმა დაიკავა: „იმედის დრო“-12,28%, „იმედის კვირა“-11,58%, „რისკ ფაქტორი“-6,26%. შერჩევაში მოხვდა 7 ქართული არხის გადაცემები. დეტალები იხ. გრაფიკზე #1:

1

გრაფიკზე #1 წარმოდგენილია თითოეული გადაცემის ყველაზე რეიტინგული გასვლა კონკრეტულ თარიღში. შედეგები საკმაოდ განსხვავებულია და თუ პირველ ადგილზე მყოფი გადაცემის რეიტინგი 18,50%-ია, ბოლო ადგილზე გასული გადაცემის რეიტინგი მხოლოდ 1,35% შეადგენს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად განპირობებულია არხის აუდიტორიის მოცულობით. თუმცა თუ გავაანალიზებთ, რომელი გადაცემაა საკუთარი არხისათვის ყველაზე „მომგებიანი“ აღმოჩნდება, რომ ეს არაა ყველაზე რეიტინგული გადაცემა.  გრაფიკზე #2 მოცემულია იგივე, ყველაზე რეიტინგული გადაცემების საშუალო რეიტინგი გაზაფხულის თვეებში და საშუალოდღიური ალფა ინდექსი. გასაშუალოებული შედეგებით გადაცემათა რიგითობა მცირედით შეიცვალა, კერძოდ, ტვ პირველის გადაცემამ „რეაქცია“, მეთორმეტედან  მერვე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ეს გადაცემა ამავე დროს ყველაზე მაღალი ალფა ინდექსის მქონეც აღმოჩნდა. რაც ნიშნავს, რომ „რეაქციას“ ტვ პირველის საშუალო დღიურ რეიტინგზე თითქმის ოთხჯერ მეტი აუდიტორია ჰყავს.  ალფა ინდექსის მიხედვით ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა „სპექტრი“ მეორე ადგილზეა და მისი აუდიტორია არხის საშუალოდღიურ აუდიტორიას 2,75-ჯერ აღემატება. მესამე ადგილზეა რუსთავი2-ის გადაცემა „P.S“, მისი აუდიტორია გაზაფხულის თვეებში არხის საშუალოდღიურ აუდიტორიას 2,71-ჯერ აღემატებოდა. ყველაზე დაბალი ალფა ინდექსის მქონე გადაცემებია იმედია „რისკ ფაქტორი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის „რეალური სივრცე“. ამ გადაცემების რეიტინგი არხის საშუალო დღიურ რეიტინგზე ნაკლებია.

2

შეგედები მოწმობს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები და თოქ-შოუები ტელემაყურებლებს იზიდავს როგორც დიდ ასევე პატარა არხებზე და კონკრეტული არხებისთვის ერთ-ერთი ყველაზე „მომგებიანი“ კონტენტია აუდიტორიის მოზიდვის თვალსაზრისით.

 



300x600-gif