ვსიო

სერიალებზე მიჯაჭვული აუდიტორია

10.05.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

სერიალები ქართული სატელევიზიო სივრცის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს იკავებენ,  ეს რა თქმა უნდა მათდამი აუდიტორიის მაღალი ინტერესითაა გამოწვეული. საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2017 წლის პირველი კვარტლის ყველაზე რეიტინგული სერიალების ტოპ ათეულს. ათეულში მოხვდა იმედის 7 და რუსთავი2-ის 3 სერიალი. სამიზნე აუდიტორიისათვის 18+, პირველ ადგილზე გავიდა ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“-ს 19 მარტის სერია, რომლის რეიტინგმაც 19,06% შეადგინა. ეს სერიალი სტაბილურად ინარჩუნებს აუდიტორიის მაღალ ინტერესს და ხშირად ხვდება წლის ტოპ ათეულებში. მეორე ქართული სერიალი რომელიც მოხვდა ათეულში, მეოთხე ადგილზე, არის „10 წლის შემდეგ“, რეიტინგით 17,13%. ათეულში მოხვდა შვიდი თურქული სერიალი, მათ შორის ყველაზე რეიტინგულები შესაბამისად ათეულის მეორე და მესამე ადგილზე „მოპარული ცხოვრება“-17,82%, „ნამსხვრევები“-17,31%. ათეულში აგრეთვე მოხვდა ერთი ფრანგულ-ამერიკული კოპროდუქციის სერიალი „ტრანსპორტერი“ რეიტინგით 13,65%. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

1

სერიალების აუდიტორიის ქცევა განსხვავებულია სხვა სატელევიზიო გადაცემების აუდიტორიის ქცევისგან. საყვარელი სერიალების ყველა სერიას დიდი ინტერესით ელიან და უყურებენ. 2017 წლის პირველი კვარტლის სერიალების ტოპ ათეულში მოხვედრილი სერიალები შევაფასეთ აგრეთვე მოცვის და ლოიალური აუდიტორიის წილის მიხედვითაც.  აღმოჩნდა რომ პირველი კვარტლის განმავლობაში გასული ყველა პირველი ჩვენების სერიის საშუალო მოცვის მიხედვითაც კვლავ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ლიდერობს-23,25%-ით.  თუმცა მეორე ადგილზე გავიდა სერიალი „მოპარული ცხოვრება“-20,94%, რომელიც ათეულში მეხუთე ადგილზე იყო. მოცვის მიხედვით მესამე ადგილზეა სერიალი „10 წლის შემდეგ“-20,38%. სერიალი „ნამსხვრევები“ მოცვის მიხედვით მეოთხე ადგილზეა 19,60%-ით, ხოლო მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა სერიალმა „მოპარული ცხოვრება“ -19,08%-ით.

გრაფიკი #2-ზე მოცემული სერიალები ნაჩვენებია მათ მიერ კვარტლის განმავლობაში საშუალოდ მოცული აუდიტორიის მიხედვით, თუმცა იგივე სერიალების შეფასებას თუ მოვახდენთ ლოიალური აუდიტორიის წილის მიხედვით აღმოჩნდება, რომ ყველაზე ლოიალური აუდიტორია ჰყავდა სერიალს „დიდებული საუკუნე ქოსემის რისხვა“, რომელსაც სრულად მაყურებელთა 63,63% უყურა და სერიალის განმავლობაში არ გადართო სხვაგან. ლოიალობის მაჩვენებელი დათვლილია სერიალის სრული ქრომონეტრაჟდან, რაც იმის მაჩვენებელია, თუ მაყურებელთა რამდენმა პროცენტმა უყურა სერიალს სრულად, სხვაგან თუნდაც ერთი წუთით გადართვის გარეშე.  ლოიალობის მიხედვით მეორე ადგილზეა სერიალი „ნამსხვრევები“-60,65%, ხოლო მესამე ადგილზე სერიალი „სტამბოლის ორი სახე“-59,16%-ით.

2

როგორც გრაფიკებზე მოცემული ინფორმაციიდანაც დასტურდება სერიალებისადმი ინტერესის გასაანალიზებლად მხოლოდ მათი ყველაზე რეიტინგული გასვლის მაჩვენებელი საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია აგრეთვე ვიცოდეთ სტაბილურად რა რაოდენობის აუდიტორიის მოცვას ახრეხებს  სერიალი და რამდენად ლოიალური და ერთგულია ეს აუდიტორია მის მიმართ. ლოიალობის მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობს სერიალი „დიდებული საუკუნე ქოსემის რისხვა“, ხოლო ყველაზე ნაკლებად ლოიალური აუდიტორია ჰყავდა სერიალს „ტრანსპორტერი“, მხოლოდ მაყურებელთა 43,88% უყურებდა მას სრულად.



300x600-gif