Untitled-1

ტელემაყურებლების პრეფერენციები

27.04.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

2017 წლის 1 კვარტლის შედეგები

კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებს.

კვარტლის შედეგებით პირველ ადგილზე კვლავ ტელეკომპანია რუსთავი2-ია, თუმცა სხვაობა პირველ და მეორე ადგილზე გასულ სატელევიზიო არხების შედეგებს შორის მცირეა. რუსთავი2-ის სატელევიზიო აუდიტორიის წილი 28,72%, ხოლო იმედის სატელევიზიო აუდიტორიის წილი 27,02%-ია. მესამე ადგილზეა ტელეკომპანია ჯიდიესი, რომელიც 2016 წლის შედეგებით მეხუთე პოზიციაზე იყო. ჯიდიესის აუდიტორიის წილი გაიზარდა და 4,87% შეადგინა. მეოთხე ადგილზე კომედი არხია, რომელიც 2016 წლის შედეგებითაც მეოთხე ადგილზე იყო და მისი სატელევიზიო აუდიტორია მცირედით შემცირდა-4,22% შეადგინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის სატელევიზიო აუდიტორიის წილი ფაქტიურად არ შეცვლილა-3,63%, თუმცა არხი მეექვსე ადგილიდან მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა. აღნიშნული ცვლილების მიზეზი კი ტელეკომპანია მაესტროს შედეგის მკვეთრი გაუარესებაა. 2016 წლის საშუალო შედეგით მაესტრო სიდიდით მესამე ტელეკომპანია იყო, მისი აუდიტორიის წილი 5,94%-ს შეადგენდა. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მაესტრო მეექვსე პოზიციაზეა, 3,04% წილით. დეტალები და სხვა ქართული არხების შედეგები იხილეთ გრაფიკზე #1:

1

სატელევიზიო არხების საშუალო შედეგების გარდა წარმოგიდგენთ 2017 წლის პირველი კვარტლის ტოპ 10 გადაცემას. ტოპ ათეულის პირველი შვიდი ადგილი ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემებმა დაიკავა, ხოლო ბოლო სამ ადგილზე ტელეკომპანია იმედის გადაცემები გავიდა. გადაცემა „ნიჭიერი“ კვლავ ინარჩუნებს პირველობას და 30 იანვრის გასვლის რეიტინგმა 27,79% შეადგინა. მეორე ადგილზეა „კომედი შოუს და ვანოს შოუს საახალწლო კონცერტი“ რეიტინგით 23,73%. მესამე ადგილზეა ანიმაციური ფილმი „ქერის უბანი“ რეიტინიგთ 22,75%. მეოთხე ადგილზეა „The ვანოს შოუ“ რეიტინგით 22,10%. ათეულში აგრეთვე მოხვდა სამი სერიალი: მეხუთე პოზიციაზეა ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ რეიტინგით 19,60%, მეცხრე და მეათე ადგილზე გავიდა თურქული სერიალები „მოპარული ცხოვრება“-17,82% და „ნამსხვრევები“-17,31%. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ გადაცემები „არჩევანი“ „P.S.” და „ქრონიკა 20:00“. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

2