rsz_picsart_03-15-053245

მეგი გაბუნიას ტყავის აქსესუარები

16.04.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

PicsArt_04-10-09.23.24

მისი, როგორც დიზაინერის ისტორია სამხატვრო აკადემიიდან დაიწყო. პირველი კურსიდან ტყავის ფეხსაცმლის სალონში მუშაობდა. შემდეგ იყო სხვა სალონი, უამრავი წარმატება, გამოწვევა, გამოცდილება და ტყავთან „დაახლოება“. ამას მოჰყვა ტყავის ფეხსაცმლის პირველი სალონი. ეს დიზაინერი – მეგი გაბუნიაა.

მეგიმ მალე დასთან, ლიკასთან ერთად საკუთარი მაღაზია გახსნა – M.G. ამჯერად ის საკუთარი ხელით ტყავის აქსესუარებს, ხელნაკეთ ჩანთებს, სამაჯურებს, ქამრებს ამზადებს. ძალიან მალე მომხმარებელს ტყავის ფეხსაცმელსაც შესთავაზებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მაღაზიაში ტყავით გაფორმებული ქალის ტანსაცმელსაც იხილავთ.

image-0-02-05-cf32538fa7e19cc33a9791b9f65bb3afc7794466710f4a458271daf05f23f119-V

PicsArt_04-14-05.28.46

პრინტებიანი კაბები და M.G.-ის გახსნა

„ერთხელ გამიჩნდა იდეა, ჩემი ნახატები პრინტით გადამეტანა, შემდეგ ისინი ტანსაცმელს დავაკერე. გაჩნდა პირველი თემაც – ფერადკანიანების თემა, სადაც გამოვიყენე პორტრეტები და ფიგურები. გადავიღე სურათები, დავამუშავე, დავპრინტე და საკმაოდ ლამაზი გამოვიდა კაბებზე.

PicsArt_04-10-11.16.10

დაპრინტულმა კაბებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ როცა გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და პირველად წარვადგინე ჩემი კოლექცია, კაბებისგან, რომელიც გავიტანე რაოდენობრივად და მეგონა, მეყოფოდა დაახლოებით ორ კვირას, იმავე დღესვე თითქმის აღარაფერი დარჩა. იმის შემდეგ ასეთი კაბების დიდი რაოდენობით კერვა დაიწყო: არ დაიძინა სამკერვალომ, არ დავიძინე მე და ორი კვირა 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით ამ კოლექციაზე, რომ იგივე რაოდენობა შემევსო. კაბები ყოველდღიურად იყიდებოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემს დასთან ერთად გამეხსნა მაღაზია. ეს გამოფენა შემოდგომაზე გვქონდა. მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულზე მივიღეთ და სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ მაღაზიის გახსნა.

PicsArt_04-10-09.28.13

2016 წლის დეკემბერში მაღაზია M.G. აღმაშენებლის #51-ში გავხსენით, ტურისტულ ზონაში არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. მათთვის ჩვენი ნამუშევრები ძალიან უცხო და თვალში საცემია. ამ მცირე დროის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობთ, თუმცა, ბუნებრივია, მე უფრო მეტი მინდა. ჯერჯერობით მხოლოდ  Facebook და Instagram გვერდები გვაქვს. ძალიან მალე გვექნება ჩვენი ოფიციალური ვებ გვერდიც. აგრეთვე, ვთანამშრომლობთ ონლაინ მაღაზიებთანაც – არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. შემოთავაზებებიც ხშირია – საქართველოს საზღვრებს გარეთ, უფრო მეტად, ნატურალური ტყავის ხელნაკეთი ნივთები აინტერესებთ.

IMG_20170313_151416_449

 

მაღაზიაში ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი კაბები, ჩანთები, აქსესუარები და ქამრები, თუმცა ვამზადებს ზომით დიდ სამკლაურებს და სამაჯურებსაც მამაკაცებისთვის. ასევე, გვაქვს ისეთი სამოსი, რომელიც შეიძლება ჩაიცვას როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა: მაისურები, ჟილეტები და ა.შ. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად მამაკაცის ტანსაცმელს არ ვკერავთ, რის გამოც ეს უკანასკნელნი გვსაყვედურობენ. უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით სექტემბრისთვის, გეგმაში მაქვს, გამოვუშვა ფეხსაცმელი და შემდეგ უკვე ვიფიქრებთ მამაკაცის ტანსაცმელზე. ასევე, ვამზადებთ ვერცხლის დეტალებს ტყავის ნაწარმში. შეკვეთით ვამზადებით მეტალს – ჩვენივე ლოგოებით და ვერცხლის დეტალებით.

rsz_picsart_04-09-103818

რაც შეეხება M.G.-ის ლოგოს, იგი ჩემი ერთერთი ნახატიდანაა ამოღებული – ფრთების ფრაგმენტი, რომელიც ძალიან ლამაზია და მიზნის მიღწევასთან და გაფრენასთან ასოცირდება…“

FB_IMG_1488271001065

 

ქართველი მეომარი მამაკაცი შუა საუკუნეებიდან

„შარშან, მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავე სერიალზე, რომელიც საქართველოს ისტორიის შესახებ იყო. მსახიობებს ჩემი ხელით ვუკეთებდი და ვაცმევდი კოსტიუმებს, რაც საკმაოდ მძიმე და შრომატევადი იყო. კოსტიუმების არა მხოლოდ დამზადება, არამედ მათი მსახიობებისთვის ჩაცმაც ძალიან რთული გახლდათ. იმდენად საინტერესო და ლამაზია ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ გაჩნდა იდეა, ეს გამეკეთებინა.

PicsArt_03-15-05.32.45

 

ტყავის განხრით რაც მაქვს გაკეთებული, ამის უკან დგას ეს ფილმი. შესამჩნევია ისიც, რომ ძალიან გათანამედროვებული და დღევანდელობაში გამოსაყენებელი ჩანთები და სამაჯურები მზადდება ჩვენთან. ამ ყველაფერს კი საფუძვლად ტყავის დაძველებული ეფექტი უდევს – საომარი სამკლაურები და ქამრები სტილისტურად სწორედ იმათ, ძველებურს ჰგავს.

PicsArt_04-14-08.31.46

 

დაძველებული ეფექტის მქონე ტყავს ვამზადებ სპეციალურად ჩვენი მაღაზიისთვის – დანადგარზე ვაკეთებთ, ტყავი ზედაპირულად მუშავდება ისე, რომ სიჭრელეები ემჩნეოდეს, რასაც საოცარი ფაქტურა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ნივთი ექსკლუზივია და არცერთი მათგანი არ მეორდება. ამ ყველაფერს კი ჩემი ხელით ვამზადებ. ესეც საკმაოდ მძიმე სამუშაოა.

დიზაინერს საქართველოს ისტორიაზე საინტერესო და მრავალფეროვანი თემა რა უნდა ჰქონდეს?! ფილმზე მუშაობის ამ ერთმა წელმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე. სამომავლოდ გვაქვს კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელზე საუბარსაც ჯერ არ ვაპირებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ახალი პროექტი სწორედ ამავე თემაზე იქნება.

PicsArt_04-14-08.31.18

 

 

PicsArt_04-14-08.32.27 (1)

ამ ფილმის გარდა, იყო დაახლოებით 10 ფილმი, სადაც კოსტიუმების მხატვარი ვიყავი. ეს ფილმები არა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესახებ, არამედ მე-20 საუკუნის 50-იან წლებსა და, ძირითადად, 1990-იან წლების ჩაცმულობაზე იყო.“

გამოფენები და სამომავლო გეგმები

„შემოდგომიდან აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ყველა გამოფენაში, მათ შორის თბილისის მოდის კვირეულშიც. შოურუმში, ძირითადად, აქსესუარები გვაქვს გამოტანილი.

PicsArt_04-14-08.29.48

 

PicsArt_03-01-11.01.49

 

19-24 აპრილს თბილისის მოდის კვირეულშიც ვიღებთ მონაწილეობას. არცერთი გამოფენის უყურადღებოდ დატოვებას არ ვაპირებთ, გავდივართ ყველგან და ვიღებთ მონაწილეობას – ეს არის ჩვენი პრინციპი, რომ გაიგონ უფრო მეტმა ადამიანმა და მეტი მომხმარებელი გვყავდეს.

ზაფხულში ბათუმის მოდის კვირეულშიც ვიღებთ მონაწილეობას. ბათუმი ტურისტული ზონაა და მაღაზიის მეორე ფილიალის გახსნასაც ვაპირებთ. ასევე, თბილისშიც გვინდა ფილიალების დამატება, ალბათ კიდევ ორ ლოკაციაზე. რაც შეეხება საქართველოს საზღვრებს გარეთ, ამ ეტაპზე სამ ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.

IMG_20170316_140637_976

თითქმის ყველა დღესასწაულზე სხვადასხვა ლოკაციას ვსტუმრობთ, სადაც ჩვენი კოლექციები გაგვაქვს და მომხმარებელი თავისივე გამოცდილებიდან გამომდინარე შთაბეჭდილებას უზიარებს თავის მეგობრებს და, ცხადია, კმაყოფილები არიან. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო, რომ გავაკეთეთ ახალი ხაზი - სტუდენტური ხაზი, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. კაბები 80, ხოლო მაისურები 60 ლარიდან გვაქვს. კაბები არის ფრთებიანი, რომელიც სიმბოლურად ჩვენს ლოგოს წააგავს.

PicsArt_04-12-09.33.46

rsz_picsart_04-09-032825

PicsArt_04-10-09.32.08

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები საკმაოდ გვანებივრებენ და ძალიან აღფრთოვანებულები არიან როგორც მოდელებით, ასევე ფასებით და ყიდულობენ უპრობლემოდ, ოღონდ ეს ის ფასებია, რომელიც ქართული ბაზრისთვის ცოტა ბევრია, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ საქართველოს ბაზარზე მაქსიმალურად ისე ვიმუშავო, რომ მომხმარებელს მინიმალურ ფასში შევთავაზო ხარისხიანი და კარგი პროდუქცია.“

მომზადებულია ექსკლუზიურად Word of Marketing-ის მკითხველისთვის!