mtavaro

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 6)

05.04.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

#6

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ  2016 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

შემეცნებითი  გადაცემების ტოპ ათეული ხუთ ქართულ არხზე გასული გადაცემებისგან შედგება. ყველაზე რეიტინგული შემეცნებითი გადაცემა 2016 წელს, ისევე როგორც 2015 წელს იყო „ექიმები“. 7 თებერვალს გასულ გადაცემას ჰქონდა რეიტინგი 14,58%. მეორე ადგილზეა იმედის გადაცემა „გრიფით საიდუმლო“, რეიტინგით 8,37%. მეოთხე ადგილზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „დღე მუზეუმში“ რეიტინგით 4,06%. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

1.jpg

2016 წელს საკმაოდ ბევრი გადაცემა გადიოდა კულინარიაზე. გადაცემების ტოპ ათეული ექვს ქართულ არხზე გასული გადაცემებისგან შედგება. ყველაზე რეიტინგული გადაცემა კულინარიაზე იყო იმედზე, 2 იანვარს, გასული კულინარიული დუელი, რეიტინგით 7,39%. მეორე და მესამე ადგილზე გავიდა რუსთავი2-ის გადაცემები „ქეთის სამზარეულო თავგადასავალი“ რეიტინგით 6,84% და „თეკუნას კულინარიუმი“ რეიტინგით 6,77%. იგივე გადაცემის-„თეკუნას კულინარიუმი“-ის 13 თებერვლის გასვლა, რომელიც გაზაფხულის სატელევიზიო სეზონზე მაესტროზე გადიოდა, მეოთხე ადგილზე გავიდა, რეიტინგით 3,22%. მეხუთე ადგილზე გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „გურმანია“ რეიტინგით 2,36%. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

2

წინა სტატიებში წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემების უმრავლესობა, გარდა კულინარიის შესახებ გადაცემებისა, გადიოდა ძირითადად პრაიმ ტაიმში. ეხლა წარმოგიდგენთ დილის გადაცემების ყველაზე რეიტინგულებს. ათეული იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შედგა, რომ 10 დილის გადაცემა ვერ მოიძებნა და ამიტომ ყველაზე რეიტინგულები ექვს ქართულ არხზე გასული ცხრა გადაცემისგან შედგება. ყველაზე რეიტინგული დილის გადაცემა უკვე რამდენიმე წელია „დილა მშვიდობისა საქართველო“-ა. 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაცემას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი- 5,34%. მეორე ადგილზე გავიდა იმედის დილის გადაცემა „იმედის დილა“ რეიტინგით 3,43%. მესამე ადგილზე გავიდა მაესტროს დილის გადაცემა „დილა მაესტროზე“ რეიტინგით 1,18%. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #3:

3

მომდევნო სტატიებში მოგაწვდით მიმდინარე სატელევიზიო სეზონის სიახლეებს.