mtavaro

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 5)

29.03.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

#5

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ  2016 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

თოქ-შოუები რომლებიც ეხება გასართობ თუ სოციალურ (მაგრამ არა პოლიტიკურ) თემებს მხოლოდ რამდენიმე ქართულ არხზე გადის, თუმცა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში. სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების ათეული ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად გთავაზობთ 2016 წლის თემატური თოქ-შოუების ხუთეულს. პირველ ადგილზე გავიდა გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ რეიტინგით 19,51%. მეორე და მესამე საპატიო ადგილზე ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუები გავიდა: „ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“-ს 20 იანვრის გადაცემა რეიტინგით 18,04% და „სხვა რაკურსი“-ს 3 მარტის გადაცემა რეიტინგით 18,02%. რუსთავი2-ის ასევე ძალიან ცნობილი თოქ-შოუ „პროფილი“ მეოთხე ადგილზეა 16,79% რეიტინგით. ოთხივე ეს გადაცემა წლების განმავლობაში ხვდებოდნენ წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემების ტოპ ათეულებში. მესუთე ადგილზე გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის  1 არხის „კომუნიკატორი“ 1,61% რეიტინგით. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1

1

 

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ინდუსტრია მაინცდამაინც წარმატებული არაა საქართველოში, მუსიკალური გადაცემები საკმაოდ დიდ აუდიტორიას იზიდავს. წარმოგიდგენთ მუსიკალური გადაცემების ტოპ ათეულს.

2016 წლის ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტ „X ფაქტორი“-ის ყველაზე რეიტინგული ეპიზოდი ეთერში გავიდა, 18 აპრილს და მისმა რეიტინგმა შეადგინა 22.61%. ეს წარმატებული პროექტი  FremantleMedia-ს იგივე დასახელების ქართული ანალოგია, რომელიც რუსთავი2-ზე გადის. ასევე წარმატებული აღმოჩნდა რუსთავი 2-სთვის საახალწლო კონცერტი, რომელიც 31 დეკემბერს გავიდა, რეიტინგმა 17.67% შეადგინა.

მესამე ადგილზე იუმორინას კონცერტი გავიდა რეიტინგით 13,88%, ხოლო იმედის ერთ-ერთი წარმატებული მუსიკალური პროექტი „THE VOICE საქართველო“, მეოთხე ადგილზეა, მისმა რეიტინგმა შეადგინა 15.63%. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ „ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო საღამო“ და სამი საქველმოქმედო კონცერტი. უფრო დეტალურად იხილეთ გრაფიკი #2.

2

გასართობი გადაცემები და შოუ-პროგრამები ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემებია ქართულ ტელესივრცეში. 2016 წლის ათეულში პირველ ადგილზეა გადაცემა „ნიჭიერი“. ეს გადაცემა მსოფლიოში ცნობილი “Got Talent”-ის (რომლის პირველი გადაცემა დიდ ბრიტანეთში 2005 წელს გავიდა)  ქართული ანალოგია. გადაცემა საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. „ნიჭიერი“ რეიტინგების სრული ლიდერია 2010 წლიდან, ეს გადაცემა წლის ტოპ ათეულების პირველ ადგილს იკავებდა. 2016 წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემა 13 იანვარს გავიდა და მისმა რეიტინგმა 27,44% შეადგინა. ტოპ ათეულის მეორე ადგილზე გავიდა გადაცემა „The ვანოს შოუ“-რეიტინგით 25,71%. ეს გადაცემაც წლებია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და 2012 წლიდან უწყვეტად წლის ყველაზე რეიტინგულ გადაცემათა ათეულშიც ხვდებოდა. ტოპ ათეულში მოხვდნენ აგრეთვე „კომედი შოუს საახალწლო კონცერტი“ რეიტინგით- 22,41% და „კომედი შოუ“-ს 28 თებერვლის გადაცემა რეიტინგით-18,12%. ტოპ ათეულის მეოთხე და მეექვსე ადგილზე გავიდნენ გადაცემები „შენ შეგიძლია ცეკვა“ -19,95% და „ცეკვავენ ვარსკვლავები“-18,10%. გასართობი გადაცემების და შოუ-პროგრამების ტოპ ათეული, ისევე როგორც გასულ წელს, მხოლოდ ორი არხის რუსთავი2-ის და იმედის გადაცემებმა შეადგინა. დეტალურად ტოპ ათეული იხილეთ გრაფიკზე #3

3

შემდეგ სტატიებში წარმოგიდგენთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.