Untitled

Facebook-მა ყალბი ინფორმაციის გავრცელება გაართულა

21.03.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Facebook-მა ახალი ინსტრუმენტის გაფართოვება დაიწყო, რომლის მიხედვით ყველა მომხმარებელი ვერ ნახავს გავრცელებულ ყალბ და გადაუმოწმებელი ფაქტების შემცველ ინფორმაციას.

მარკ ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ დაძლევს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალური მედია გააკრიტიკეს დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

Untitled

 

შეერთებულ შტატებში ზოგიერთი Facebook მომხმარებელი იუწყებოდა, რომ მათ ნახეს არაერთი სტატია გადაუმოწმებელი ფაქტებით. ამის შესახებ რეპორტიორმა John Ourand-მა ტვიტერში დაპოსტა:

“Facebook-ის ომი ახალ ამბებზე იწყება ცუდი ინფორმაციის გავრცელების გამო.”

Untitled

Untitled

Untitled

ე.წ. პოპ-აპში ითქვა: “ინფორმაცია სადავოა. მისი გადამოწმება ხდება დამოუკიდებლად”

სანამ გაიზიარებთ ინფორმაციას, თქვენ უნდა იცნობდეთ ფაქტის გადამამოწმებელ საიტებს, დავის საგანია Snopes.com და Associated Press საკუთარი სიზუსტისა და აკურატულობის გამო.

აქვე, ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” გვთავაზობს 5 ტიპის ყალბ ინფორმაციას:

Untitled

 

ინფორმაცია მომხმარებლებს ლოკალური ადგილის მიხედვით მიეწოდებათ. მალევე ფარდა აეხადა შეთქმულების თეორიას – ე.წ. “ირლანდიული მონათვაჭრობის” შესახებ, რომელიც არც არასდროს არსებობდა.

ამ და სხვა არასწორი და ხშირად ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით Facebook-მა დააანონსა, რომ დეკემბერში მოინიშნება სადავო ამბები იმ მიზნით, რომ საზოგადოება უზრუნველყოფილი იყო გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციით და სწორედ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გადაწყვიტონ, რა ინფორმაციას ენდობიან და მხოლოდ ამის შემდეგ გაიზიარონ ეს უკანასკნელი.

წყარო: http://www.telegraph.co.uk