mtavaro

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 4)

21.03.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

#4

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ  2016 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

 

სატელევიზიო თამაშების მრავალფეროვნებით ქართული ტელესივრცე ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ისევე როგორც 2015 წელს, სატელევიზიო თამაშების ტიპოლოგიის ანალიზისას გამოვლინდა, რომ უბრალოდ არ არსებობდა ამ ტიპოლოგიის ათი გადაცემა, ამიტომ წარმოგიდგენთ ყველა, არსებული რვა, გადაცემის ყველაზე რეიტინგული გასვლების შედეგს. პირველ ადგილზე გავიდა გადაცემა „გააცინე და მოიგე“ რეიტინგით 15,63%. მეორე ადგილზეა გადაცემა „ცოდნა ფულია“ რეიტინგით 15,32%, ხოლო მესამეზე „იღბლიანი ბორბალი“ რეიტინგით 12,54%. სატელევიზიო თამაშების კატეგორიაში სულ მოხვდა რუსთავი2-ის სამი გადაცემა, იმედის ერთი გადაცემა, კომედი არხის ერთი გადაცემა, საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ორი გადაცემა და ტელეკომპანია კავკასიის ერთი გადაცემა.  დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1

1

საბავშვო გადაცემების ტოპ ათეულის შედგენისასაც იგივე პრობლემას წავაწყდით, უბრალოდ არ არსებობდა ამ ტიპოლოგიის ათი გადაცემა, ამიტომ წარმოგიდგენთ არსებული შვიდი გადაცემის ყველაზე რეიტინგული გასვლების შედეგს. თავად ტელეპროდუქტის თავისებურებიდან გამომდინარე, ანალიზისთვის სამიზნე აუდიტორიად ამ შემთხვევაში შეირჩა გენერალური ერთობლიობა (4+). ყველაზე რეიტინგული საბავშვო გადაცემა, ისევე როგორც 2015 წელს, იყო „ეკივოკი“, რეიტინგით 6,55%. მეორე ადგილზე გავიდა გადაცემა „ბასტი-ბუბუ“, რეიტინგით 4,48%, ხოლო მესამე ადგილზე გადაცემა “კომედი კიდს“, რეიტინგით  3,77%. შერჩევაში მოხვდა გადაცემები ექვსი ქართული არხიდან, მათგან ორი გადაცემა გადიოდა იმედზე, დანარჩენი არხები წარმოდგენილია თითო გადაცემით. დეტალურად შედეგები იხილეთ გრაფიკზე #2

2

ანიმაციური ფილმების ყველაზე რეიტინგული ტოპ ათეული მთლიანად რუსთავი2-ზე გასულმა ფილმებმა შეადგინა. თავად ტელეპროდუქტის თავისებურებიდან გამომდინარე, ანალიზისთვის სამიზნე აუდიტორიად  ამ შემთხვევაშიც  გენერალური ერთობლიობა (4+) შევარჩიეთ. წლის ყველაზე რეიტინგული ანიმაციური ფილმი უკვე  მესამედ, 2014 წლიდან არის „ქერის უბანი“, თუმცა ეს არაა ტიპიური ანიმაციური ფილმი, ეს უფრო  არასაბავშვო ანიმაციური პროდუქტია, რომელიც პოლიტიკურ სატირას უფრო მიესადაგება და მისი ყველაზე წარმატებული ეპიზოდის რეიტინგმა შეადგინა 23,29%. ათეულში მოხვედრილი სხვა ყველა ანიმაციური ფილმი უცხოურია და ისინი ოფ პრაიმ-ტაიმში გადიოდა. დეტალურად შედეგები იხილეთ გრაფიკზე #3

3

შემდეგ სტატიებში წარმოგიდგენთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.



300x600-gif