mtavaro

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 3)

14.03.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

#3

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ  2016 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

ტელევიზიების კონტენტის უდიდესი წილი სერიალებზე მოდის. 2016 წლის სერიალების ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

ჩცდ 1

სერიალების ტოპ ათეულში მოხვდა ხუთი რუსთავი2-ის და ხუთი იმედის სერიალი. პირველ, მეორე და მეოთხე ადგილებზე ქართული სერიალები მოხვდა „ჩემი ცოლის დაქალები“-18,26%, „10 წლის შემდეგ“-15,99%, „ხელოვნური სუნთქვა“-15,34%. ათეულში მოხვდა მხოლოდ ერთი ინდური სერიალი-„ორი ბედი“-14,61% და ექვსი თურქული სერიალი.

საინტერესოა, როგორ გადანაწილდა მაყურებელთა პრეფერენციები მხატვრული და დოკუმენტური ფილმების მიმართ.

 

 

მხატვრული ფილმებისადმი ინტერესი კვლავ არ ნელდება ქართველ ტელემაყურებელში. სასიხარულოა, რომ მხატვრული ფილმების ტოპ ათეულში მოხვდა ცხრა ქართული ფილმი. პირველ ადგილზეა „მოირა“, რეიტინგით 12,74%, მეორე ადგილზე „კრიმინალები“, რეიტინგით 12,71%, მესამე ადგილზე კი „3+3“-12,63%. სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #2

ჩცდ 2

 

 

2016 წლის დოკუმენტური ფილმების ტოპ ათეული მხოლოდ ორი არხზე, რუსთავი 2-ზე და იმედზე გასულმა დოკუმენტურმა ფილმებმა შეადგინა. ტოპ ათეულიდან ექვსი ფილმი რუსთავი2-ზე გავიდა, ოთხი კი იმედზე. პირველ ადგილზეა დოკუმენტური ფილმი „აგვისტოს ომი“, რეიტინგით 13,01%. მეორე ადგილზეა „საყდრისის საიდუმლო“, რომლის რეიტინგიც 12,12% იყო და მესამე ადგილზე „ბადრი პატარკაციშვილი“ რეიტინგით 10,60%. სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #3

ჩცდ 3

შემდეგ სტატიებში წარმოგიდგენთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.



300x600-gif