mtavaro

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 2)

06.03.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

#2

სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები სხვადასხვა ფორმატით გადის ყველა საერთო მაუწყებლობის ფორმატის მქონე ტელევიზიის ეთერში. თუმცა ყველაზე რეიტინგული სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების ტოპ ათეული მხოლოდ ორი არხის: რუსთავი 2-ის და იმედის გადაცემებმა შეავსეს თანაბარი რაოდენობით. პირველ ადგილზე მოხვდა გადაცემა „P.S.“ რომელიც უკვე წლებია მაღალ რეიტინგულ პოზიციებს არ თმობს და გასულ წლებშიც სისტემატურად ხვდებოდა წლის ტოპ ათეულებში: 21 თებერვლის გადაცემის რეიტინგი 19,78% იყო. მეორე ადგილზე გავიდა გადაცემა „განსხვავებული აქცენტები“, რეიტინგით 15,97%. ტოპ ათეულის მესამე ადგილზე გავიდა გადაცემა „არჩევანი“-15,54% (7 ოქტომბერი).  სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #1

1

საინფორმაციო გადაცემების ტოპ ათეულიც მხოლოდ ორი არხის: რუსთავი2-ის და იმედის გადაცემებმა შეადგინა. 2015 წლის მსგავსად პირველ ადგილზეა 31 დეკემბრის „კურიერი 21:00“ რეიტინგით 18,37%. მეორე ადგილზე გავიდა 8 ოქტომბრის „კურიერი 20:00“ რეიტინგით 14,72%, მესამე ადგილზეა 26 იანვრის „ქრონიკის სპეციალური გამოშვება“ რეიტინგით 14,18%. სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #2

2

წარმოგიდგენთ სპორტული გადაცემების ტოპ ათეულს. სპორტული გადაცემები დიდი ინტერესით სარგებლობს ქართველ ტელემაყურებლებში, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ტელემაყურებელში. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ საერთაშორისო პარტნიორის Eurodata TV Worldwide-ის მონაცემებით გასულ წელს, მთელ მსოფლიოში, წლის ყველაზე რეიტინგულ გადაცემათა ათეულების 42%-ში #1 ადგილზე მოხვდა სპორტული გადაცემები. ეს უდაოდ მიანიშნებს სპორტული გადაცემების მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე. საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც წლის ყველაზე რეიტინგულ გადაცემათა ათეულში სპორტული გადაცემა ვერ მოხვდა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ სპორტული გადაცემები ზოგადად არ აინტერესებს ქართველ ტელემაყურებელს, თუმცა სპორტის სახეობების მიმართ ინტერესის სხვადასხვა დონე იკვეთება. 2016 წლის სპორტული გადაცემების ათეულში ათივე გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასული საფეხბურთო მატჩების ტრანსალაციებია. მათგან რვა არის ევრო2016-ის ფარგლებში გამართული საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციები.  დეტალურად ტოპ ათეული იხილეთ გრაფიკზე #3

3

შემდეგ სტატიებში წარმოგიდგენთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.



300x600-gif