curso_marketing_online

სოციალური მედიის მარკეტინგის 5 წესი

05.03.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

იმისთვის, რომ ვებგვერდზე ონლაინ მომხმარებელთა შემოსვლის სიხშირე მაქსიმალურად გაიზარდოს, არსებობს 5 ოქროს წესი:

 

  • მოსმენა

სოციალური მედიის წარმატება და კონტენტის მარკეტინგი მოითხოვს მეტ მოსმენას და ნაკლებ საუბარს. გაეცანით თქვენი სამიზნე აუდიტორიის სოციალურ კონტენტს და შეუერთდით დისკუსიებს, რათა გაიგოთ, რა უფრო მნიშნველოვანია მომხმარებლისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ, შექმნათ კონტენტი და შესძინოთ მეტი ღირებულება თქვენს აუდიტორიას.

 

  • ფოკუსირება

უმჯობესია, გაიარო სპეციალიზაცია, ვიდრე ჩართული იყო მომაბეზრებელ გარიგებებში. უაღრესად ფოკურისებული სოციალური მედია და კონტენტის მარკეტინგული სტრატეგია მიზნად ისახავს ძლიერი ბრენდის აშენებას, ამ ყველაფერის შემდეგ კი წარმატების მიღწევის შანსი იზრდება.

curso_marketing_online

 

  • ხარისხი

ხარისხი რაოდენობის განმსაზღვრელია. უფრო მეტიც, ხარისხი არის კოზირი. უმჯობესია, გქონდეთ  1000 ონლაინ კავშირი მათთან, ვინც კითხულობს, აზიარებს და საკუთარ აუდიტორიასთან საუბრობს თქვენს კონტენტზე, ვიდრე 10 000 კავშირი, რომელიც თავდაპირველი დაკავშირების შემდეგ უჩინარდება.

 

  • მოთმინება

სოციალური მედიისა და კონტენტის მარკეტინგის წარმატება ერთ ღამეში არ მოდის. მოთმინებას და მხოლოდ და მხოლოდ მოთმინებას შეუძლია ნათელი მომავლის მოტანა და წარმატებისკენ სვლა.

 

  • ხელმისაწვდომობა

არ გამოაქვეყნო კონტენტი და შემდეგ არ გაუჩინარდე. იყავი ხელმისაწვდომი შენი აუდიტორიისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჯერ გეგმაზომიერად უნდა გამოაქვეყნო კონტენტი, ხოლო შემდეგ მის განხილვასა და დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. ონლაინ მომხმარებელი შეიძლება იყოს მერყევი და კვირების ან თვეების განმავლობაში მათგან არ უნდა გაქრე, რადგან ამით შენს აუდიტორიას დაკარგავ.