twitter-logo

ტვიტერი მომხმარებელს ონლაინ შეურაცხყოფისგან დაიცავს

02.03.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ტვიტერმა უსაფრთხოების სისტემის ახალი მოდელის გამოშვება დააანონსა, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ შეურაცხყოფისგან დაიცავს.  ეს მიკრო ბლოგინგის საიტი უკვე დიდი ხანია, კრიტიკის საგანია, თუმცა ამის მიუხედავად, იგი რამდენიმე მიმართულებით აპირებს ცვლილებებს: ტვიტერი აპირებს, დამალოს ისეთი ტვიტები, რომლებიც შეიცავს პოტენციურად მგრძნობიარე შინაარსს. ასევე, ტვიტერი დამალავს ტვიტებს დაბლოკილი ან ე.წ. მდუმარე (muted) მომხმარებლებისგან და ამ ფუნქციას „უსაფრთხო ძიებას“ უწოდებს.

twitter-logo

The Independent-ის მიხედვით, ცხადია, კონტენტი არსებობას გააგრძელებს, მაგრამ მომხმარებლებს შეეძლებათ, შეამოწმოს მხოლოდ ის, რასაც კონკრეტულად ეძებს. ტვიტერი ასევე აპირებს, თავიდან აგვაცილოს მუდმივად აკრძალული მომხმარებლების ხელახალი შექმნა, სისტემა ავტომატურად მოახდენს ასეთი მომხმარებლის იდენტიფიცირებას.