mtavaro

წლის ყველაზე რეიტინგულები

02.03.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

#1

2016 დასრულდა და დროა შევაფასოთ წლის სატელევიზიო შედეგები. საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ სატელევიზიო არხების საშუალო წლიურ შედეგებს:

vai 1

როგორც ზემოთმოყვანილ გრაფიკზე ჩანს პირველ ადგილზეა ტელეკომპანია რუსთავი2, რომლის საშუალო წლიური რეიტინგი 2016 წელს იყო 5,40%, ხოლო წილი კი 27,71%. მეორე საპატიო ადგილზეა ტელეკომპანია იმედი, რომლის რეიტინგი იყო 4,36%, ხოლო წილი-22,37%. მესამე საპატიო ადგილზეა ტელეკომპანია მაესტრო, რომლის საშუალო წლიური რეიტინგი და წილი მკვეთრად ნაკლებია მეორე ადგილზე მყოფი არხის შედეგისგან, რეიტინგი შეადგენდა 1,16%, ხოლო აუდიტორიის წილი კი 5,94%.

2015 წლის შედეგებთან შედარებით 2016 წელს ხუთი ქართული არხის სატელევიზიო აუდიტორია გაიზარდა, ექვსი ქართული არხის აუდიტორია შემცირდა, მხოლოდ ერთმა არხმა შეინარჩუნა პრაქტიკულად იგივე აუდიტორია. 1,07 პუნქტით შემცირდა რუსთავი2-ის სატელევიზიო აუდიტორია, 0,33 პუნქტით შემცირდა მაესტროს აუდიტორია, 0,95 პუნქტით შემცირდა კომედი არხის აუდიტორია, 0,65 პუნქტით შემცირდა ტაბულას აუდიტორია, 0,56 პუნქტით შემცირდა კავკასიის აუდიტორია. ყველაზე მცირე კლება ჰქონდა 1 არხს- 0,22 პუნქტი. აუდიტორიის ყველაზე დიდი მატება ჰქონდა ტელეკომპანია ჯი-დი-ესს 1,24 პუნქტი, აგრეთვე დიდი მატება ჰქონდა ტვ პირველს-1,02 პუნქტი, რომელიც 2016 წლამდე არც გაზომვების სისტემაში იყო ჩართული და მაუწყებლობაც მხოლოდ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა. აუდიტორია მოემატა აგრეთვე მარაოს, მუზიკ ბოქს, პალიტრანიუსს. იმედმა შეინარჩუნა პრაქტიკულად იგივე აუდიტორია. იხ. გრაფიკი #2

vai 2

2016 წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემების ათეული სამიზნე აუდიტორიისათვის „18+“ შემდეგნაირად გამოიყურება:

vai 3

პირველ ადგილზე გავიდა გადაცემა „ნიჭიერი“, რეიტინგით 27,44% რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩენის დღიდან ყველაზე რეიტინგული გადაცემა და ტოპ ათეულების უპირობო ლიდერია. მეორე ადგილზე გავიდა გადაცემა „The ვანოს შოუ“ რეიტინგით 27,44%, რომელიც ასევე  ტრადიციულად ყველაზე რეიტინგული გადაცემების ტოპ ათეულში ხვდება ხოლმე. მესამე ადგილზეა ანიმაციური სერიალი „ქერის უბანი“ რეიტინგით 25,03%. ყველაზე რეიტინგული გადაცემების ტოპ ათეულში მოხვდა რუსთავი2-ის ცხრა და იმედის ერთი გადაცემა, კერძოდ, „შენ შეგიძლია ცეკვა“ რეიტინგით-19,95%.  2015 წლის შედეგებისგან განსხვავებით 2016 წლის ათეულში მოხვდა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, რეიტინგით 19,51%, თუმცა ეს გადაცემა წინა წლებშიც არაერთხელ ყოფილა  ტოპ ათეულში. გასული წლის შედეგების მსგავსად ათეულში მოხვდა 31 დეკემბრის „კურიერი 21:00“, რეიტინგით -18,37%.

შემდეგ სტატიებში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.