5

როგორ მოვახდინოთ კონცენტრაცია სამუშაოზე შვებულების შემდეგ?

05.07.2016 | სიახლე

ზაფხულია და ყველა დასვენების და შვებულების მოლოდინში ვართ. სიცხე, მზე და ზაფხული, რა თქმა უნდა გახსნილად აცხადებს შვებულებების სეზონს.

დასვენება ძალიან კარგია, ძალების მოსაკრებად, ენერგიებისა და ემოციების გადასახალისებლად, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, შვებულების შემდგომ ასევე რთულია სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება და რეჟიმში ჩადგომა.

თუმცა მთა, ზღვა და მეგობრები ვერაფერს გვიშველიან, ვინაიდან და რადგანაც როდესაც დასვენების პერიოდი მთავრდება, იწყება სამსახური, რუტინა, შრომა და გვჭირდება ყურადღების, ენერგიის მოკრება.

როგორ მოვახერხოთ ეს? გთავაზობთ, ჟურნალ Forbes-ის რჩევებს.

1. დაგეგმეთ ყველაფერი თქვენი დაბრუნებისთვის. ამერიკელებს კარგი თვისება აქვთ, წინასწარ ემზადებიან შვებულებისთვის და მისი შემდგომი პერიოდისთვის. წინასწარ დაგეგმილი აქვთ პროექტები, შესასრულებელი სამუშაოები, კლიენტებთან გარკვეული აქვთ ურთიერთობა და მშვიდად მიდიან დასასვენებლად. არ სჭირდებათ იმეილების შემოწმება, გაუთავებელი ზარების პასუხი, უნრალოდ ისვენებენ.

2. იმ შემთხვევაში, თუ დრო გაქვთ თავისუფალი და არ იცით იმ მომენტში რა აკეთოთ, მოდით ნუ უარყოფთ იმ ფაქტს, რომ თქვენ სასახური გაქვთ და ჩაიჭყიტეთ ელ-ფოსტაში, შეამოწმეთ როგორ მიდის თქვენი სამუშაო.

3. მანამ სანამ ოფიციალურად გახვალთ შვებულებაში, ეცადეთ თქვენი საქმეები უყურადღებოდ არ დატოვოთ და გადაუნაწილოთ ის თანამშრომლებს, შემცვლელებს, დაარიგოთ ისინი, რათა თქვენი არყოფნისას საქმე არ ჩავარდეს.

4. მხიარული და ბედნიერი არდადეგების შემდეგ, კი ყურადღება პრიორიტეტებზე გაამახვილეთ, ახალ გეგმებზე, მიზნებსა და სურვილებზე. ეცადეთ, პირველ დღეებში ძალიან არ დაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. რეჟიმში ნელ-ნელა ჩადექით.

გისურვებთ ბედნიერ დასვენებებს!