54

რა შედეგი მოაქვს ოფისში ჭორაობას თანამშრომლებისთვის?

15.06.2016 | სიახლე

redhat-ის აღმასრულებელი დირექტორი Jim Whitehurst-ი თანამშრომლებთან თავის დამოკიდებულებაზე ალაპარაკდა.

თითქმის არცერთ სამსახურში არ ესალმებიან ჭორაობას და ყველა მენეჯერი, დირექტორი თუ ხელმძღვანელი ცდილობს აღმოფხვრას სამსახურში საჭორაო ბუდე.

ჩვეულებრივი ზოგადი სიბრძნეა, რომ ჭორაობას კარგი არაფერი მოაქვს თანამშრომლებისთვის, საზიანოა კარიერისთვის და ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმს.

საკვირველია, მაგრამ Jim Whitehurst-ი ასე არ ფიქრობს. როგორც თვითონ ამბობს, თუ უფრო მეტი სიმართლე წყლის ქულერთან ითქმევა და არა შეხვედრაზე, ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენმა თანამშრომლებმა თავის უსაფრთხოდ იგრძნონ, არ მოერიდონ აზრებისა და გრძნობების გამოხატვას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს შეხვედრა სად იქნება სათათბიროში თუ წყლის ქულერთან, მთავარია შედეგი.”

Whitehurst-ს სჯერა, რომ ჭორაობა ხელს უწყობს სამუშაო კომუნიკაციას, რაც ძალიან კარგადაა მოგვარებული redhat-ის კომპანიაში. Jim Whitehurst-ი კი ამერიკის ყველაზე საყვარელ და სანდო აღმასრულებელ დირექტორად არის მიჩნეული Glassdoor-ის რეიტინგის მიხედვით.