6

მონაცემთა ვიზუალიზაცია და მისი როლი დღევანდელობაში

19.05.2016 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, უნარი, რომ შეგექმნა ჭკვიანური ვიზუალიზაცია ან dataviz-ი, ითვლებოდა მომგებიან შესაძლებლობად. უმეტესწილად, მას მოჰქონდა სარგებელი დიზაინერებისა და მონაცემთა შემგროვებელი მენეჯერებისთვის. თუმცა ეს შეიცვალა. ახლა ვიზუალური კომუნიკაცია საჭირო და აუცილებელი უნარია ყველა მენეჯერისთვის.

მონაცემები მთავარი წამყვანი ძალაა. გადაწყვეტილებებების მირებაც მონაცემებზე დაყრდნობის გარეშეც არ ხდება. თუმცა მონეცემიც ჩვენთან რომ უთვალავი სიხშირით მოდის და მათი რაოდენობა, რომ განუსაზღვრელია, ესეც ახალი ამბავი არაა.

სხვათაშორის, მონაცემებიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად, თუ მონაცემი, რომელიც არ არის სტატისტიკური, მოითხოვს ვიზუალურ გამოხატვას. ისეთი კომპლექსური სისტემები, როგორიცაა მაგალითად, ბიზნესის სამუშაო სისტემები, ან მომხმარებელთა ტრეფიკი ძნელი ასასხნელია სიტყვებით და გასაგებადაც არ არის მარტივი.

ინტერნეტს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მოგვცა შესაძლებლობა, რთულის გამარტივების და ამისთვის შექმნა სპეციალური ინსტრუმენტები, გამარტივებულია თარგმნა მონაცემთა და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ასევე უმრავლესობას შეუძლია შეისწავლოს დიზაინური უნარები, სრულია უფასოდ. მოკლედ, ინტერნეტი ბევრი რამის შესაძლებლობას გვთავაზობს.

მენეჯერებს, რომლებსაც უნდათ, რომ შეისწავლონ სქემებისა და გრაფიკების შექმნა, ხშირ შემთხვევაში, კითხულობენ წესებს. როგორ გამოვიყენო? რამდენი ფერია საჭირო? სად უნდა ჩავსვა საკვანძო საკითხი? ვიზუალიზაციის გრამატიკა კი არის მნიშვნელოვანი და საჭირო, მაგრამ მისი ცოდნა არანაირ გარანტიას არ გვაძლევს იმისას, რომ ნამდვილად ეფექტურ სქემას შევქმნით. წესების სწავლა, ნიშნავს სტრატეგიაზე უარის თქმას, ეს იმას ჰგავს, სამოგზაუროდ წახვიდე, ოღონდ არ იცოდე სად.

თქვენი მცდელობა ვიზუალური კომუნიკაციის შექმნისას იქნება უფრო წარმატებული, თუ გააცნობიერებთ, იმას რომ ამ ყველაფრისთვის საჭიროა არა მარტო მოქმედება, არამედ რამდენიმე უნარი ერთად, როგორიცაა დაგეგმვა, რესურსები და ისევ და ისევ უნარი. თქვენ არ გჭირდებათ არანაირი წესების კრებული, თქვენ გჭირდებათ ვიზუალიზაციის დისციპლინა.

სანამ უშუალოდ ნაბიჯს გადადგამთ ვიზუალური მონაცემის შექმისთვის, ჯერ ამ ორ კითხვას გაეცით ამომწურავი პასუხი:

1. ინფორმაციები კონცეპტუალური უნდა იყოს თუ მონაცემებზე დაყრდნობილი?

2. რა მირჩევნია მე გამოვიკვლიო რაღაც თუ დავამტკიცო?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გეცოდინებათ საიდან მოიძიოთ რესურსები და საჭირო ხელსაწყოები, რომელიც დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად.

გისურვებთ წარმატებებს!