67

WhatsApp-ის საინტერესო შეთავაზება მომხმარებლებისთვის და გაფართოებული არჩევანი

15.05.2016 | სიახლე

WhatsApp-ი ხომ ყველამ ვიცით, მესენჯერ აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის, თან საკმაოდ პოპულარული, მაგრამ ამიერიდან ვეღარ ვიტყვით, რომ WhatsApp-ი მხოლოდ მობილურ აპლიკაციაა, ვინაიდან და რადგანაც კომპანია ახალი ფუნქციის შესახებ აანონსებს.

ეს ინოვაცია კი მათთვისაა, ვინც აქტიურად იყენებს WhatsApp-ს, ახალი Desktop აპლიკაცია Windows-ისა და Mac-ისთვის, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთა უმეტესობისთვის და თავისუფლად შეგიძლიათ ჩამოწეროთ WhatsApp’s download center-დან.

მაშ ასე ისარგებლეთ WhatsApp-ის ახალი შემოთავაზებით ახლა უკვე ნებისმიერი ტექნოლოგიით, როგორც მობილურებში, ასევე ლეპტოპებსა და მაკებში.