td

საუკეთესო ლიდერთა 7 ტიპი

26.04.2016 | სიახლე

ზოგადად, ყველა საქმე ძალიან დიდ შრომას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამჯერად, კონკრეტულად მენეჯერებს შევეხოთ და განვსაზღვროთ მათი ტიპები.

გთავაზობთ, ჟურნალ Forbes-ის სტატიას, რომელიც ლიდერული ურთიერთობების თემაზეა აგებული და გამოყოფს 7 საუკეთესო მენეჯერის ტიპს.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. გურუ

ხართ თუ არა ექსპერტი თქვენს სფეროში? გაქვთ ყველა კითხვაზე პასუხი? ხართ თუ არა ლიდერი თქვენს სფეროში? მაში თქვენ ნამდვილი გურუ ხართ.

თუ თქვენსა და თქვენს თანამშრომლებლებს შორის ცოდნას შორის დიდი უფსკრულია, ნუ შეგეშინდებათ, ნამდვილმა გურუმ იცის თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელოვნება. ასეთი მენეჯერი ნამდვილად დიდი ფუფუნებაა.

ესეთი ტიპის მენეჯერი, ხშირად ინტერესდება იმით, თუ რას ფიქრობენ თანამშრომლები, რა სიტუაციაა გუნდში და ა.შ

2. ინტერვიუერი

მენეჯერთა ეს ტიპი გურუს საპირისპიროა. იმის მაგივრად, რომ დაეყრდნონ თავიანთ გამოცდილებას და შესაძლებლობებს, ისინი კითხვებით დასმით აუმჯობესებენ კრეატიულობას და აზროვნებას.

მუშაობის პროცესში, ცდილობს ჩართოს მთელი გუნდი და გამოიყენოს მათი აზროვნება შედეგიანად. ზუსტად, იციან როგორ მიიღონ გუნდისგან მაქსიმუმი. იმისთვის, რომ ისწავლოთ როგორ გახდეთ ინტერვიუერი, დაიწყეთ ოპოზიციურად ფიქრი. მაგალითად, თუ ტქვენი გუნდი გადაწყვეტს, რომ ახალი პროდუქტისთვის აუცილებელია რეკლამა და კამპანია, შეეკითხეთ მათ, იქნებ უფრო ეფექტური გზა თუ არსებობს, ვიდრე კამპანიაა? შემდეგ კი შეხედეთ, რა შედეგს გამოიღებს ეს შეკითხვა.

თუმცა, ნუ მიმართავთ, ამ ხერხს, სანამ გუნდისთვისაც კომფორტული არ გახდება დებატები. თუ რომელიმე წევრი გუნდის, ჯერ კიდევ მორცხვობს, ერიდება საკუთარი იდეების გამოთქმას, ეცადეთ ჯერ სხვანაირად დაუდგეთ გვერდში.

3. დირიჟორი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მენეჯერთა ეს ტიპი, დღითიდღე უფრო მრავლდება. დირიჟორთა ტიპის მენეჯერი, ყველას ხედავს, ყველას უსმენს და მხოლოდ ამის შემდგომ ამყარებს ჯგუფს შორის ურთიერთობებს.

დირიჟორებს ორმაგი ხედვა აქვთ, მათ შეუძლიათ ფოკუსირება როგორც საგანზე, მიზანზე, ასევე გუნდის წევრებზე. მათ აქვთ უნარი ამოიცნონ ტალანტები, გადაანაწილონ საქმეები შესაძლებლობების მიხედვით და მიიღონ საუკეთესო შედეგები.

4. სტანდარტების შემმუშავებელი

ამ ტიპის მენეჯერები ყურადღებას აქცევენ ხარისხსა და მოტივაციაზე. ისინი ისახავენ ძნელად და რთულად მისაღწევ მიზნებს თავიანთვისა და გუნდისთვის, შემდეგ კი დისციპლინითა და დაუღალავი შრომით აღწევენ მათ. მათ ირგვლივ ყველას იცის საკუთარი ვალდებულება. ამ სტილის ადამიანებისთვის, სანდოობას და ნდობას “ქადაგება” ქმნის, ამიტომ ისინი გამუდმებით უზიარებენ სხვებს თავიანთ პრაქტიკებს.

მას შემდეგ რაც განსაზღვრავთ გუნდის პოტენციალს, სწორად შეარჩიეთ გეგმები, ნუ დაუკარგავთ თანამშრომლებს მოტივაციას.

5. დეველოპერი

დეველოპერები მიდრეკილები არიან რომ მუდმივად ასწავლონ სხვებს, ამახვილებენ ყურადღებას თითოეულ ადამიანზე, რაც ქმნის ორგანიზაციის საერთო სულისკვეთებას.

საუკეთესო დეველოპერებს ურჩევნიათ, ასწავლონ და ტრენინგი~ები ჩაუტარონ ადამიანებს, ვიდრე მიუთითონ როგორ იმუშაონ. ისინი ასწავლიან გუნდის წევრებს რა და როგორ უნდა გააკეთონ. ეს საუკეთესო მიდგომა თანამშრომლებთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა თავდაპირველად არავინაა მზად, სხვებს ასწავლოს და გაწვრთნას, თუმცა ეს ყველაფერი გამოცდილებას და დიდ პრაქტიკაში მოდის.

6. იდეალისტი

ზოგი, ფიქრობს რომ იდეალისტობა ცუდია, თუმცა ვერ დაგეთანხმებოდით, რადგან მენეჯერთა საუკეთესო ტიპებში იდეალისტი მენეჯერიც მოხვდა. როცა საქმე ეხება ლიდერობას და ურთიერთობებს, ძალიან კარგი და პროდუქტიულია მომავლის პოზიტიური აღქმა.

გამოცდილი იდეალისტი, თანამშრომლებს ხვალინდელი დღის რწმენას უნერგავენ.

7. “კლდე”

კლდესავით მაგარიაო, ხომ გაგიგიათ. ჰოდა, თუ ვერ წყვეტთ რაღაც საკითხს, ამაში ამ ტიპის მენეჯერი ნამდვილად დაგეხმარებათ. ისინი მართლაც, კლდეებივით არიან, მტკიცეები და შეუდრეკლები. აქვთ საოცარი მოთმინება და სიმყარე, არ უყვართ ბევრი მოძრაობა და ცვლილებები.

ისინი უზრუნველყოფენ დუნდამენტურ ურთიერთობებს და მტკიცედ ჩამოყალიბებული მენეჯმენტური წესებით მართავენ თანმიმდევრულად. შეიძლება, ყოველთვის დიდი პიროვნებები არ იყვნენ, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ მათ დაეყრდნოთ.

თუმცა, საშიშროებაა, რომ ამ სტილის მენეჯერთან ურთიერთობის შემდეგ, სხვებთან ურთიერთობა გაგიჭირდეთ და ადვილად დაკარგოთ კომფორტულობა და შესაძლებლობების აღქმა.