12

IT უსაფრთხოების სამსახურებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილება

25.04.2016 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

IT უსაფრთხოების სამსახურები და ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას გვიწევენ, რომ დაუყოვნებლოვ წავშალოთ ჩვენი ვინდოუსებიდან QuickTime პროგრამა, ვინაიდან და რადგანაც გავრცელებული კიბერდანაშაულებიდან ყველაზე მეტად ეს პროგრამა ავრცელებს ვირუსს.

ეს ამბავი დაანონსდა, 14 აპრილს, IT უსაფრთხოების ერთ-ერთმა კომპანია trendmicro.com-მა განაცხადა: “რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა უნდა მიყვეს რეკომენდაციას და წაშალონ QuickTime-ის პროგრამა.”

“ერთადერთი გზა რომ დაიცვათ ვინდოუს სისტემა პოტენციური თავდასხმისგან უნდა წაშალოთ Apple QuickTime სასწრაფოდ.” აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება არ ეხება Apple-ის მომხმარებლებს.

რაც შეეხება Quicktime-ს, ეს პოპულარული პროგრამაა ვიდეოს, ფოტოს და აუდიო ფაილებისთვის. თუმცა ამჟამად, Apple-მა შეწყვიტა Quicktime-ის განახლება მომხმარებელთათვის.