1

როგორ ჩავატაროთ გამოკითხვა და მივიღოთ მომხმარებელთა პოზიტიური Feedback-ი

22.04.2016 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მომხმარებელთა გამოკითხვა ეს ერთ-ერთი კომპონენტია ბაზრის შესასწავლად, თქვენი ხარვეზებისა და შეცდომების აღმოსაჩენად, ამიტომ ყველა თუ არა უმეტესობა მარკეტერების ცდილობს მომხმარებლებთან უშუალო კონტაქტის დამყარებას დაგ გამოკითხვის საფუძველზე რეალური შედეგის მიღებას.

თუმცა მთავარი საკითხავი ის არის როგორ უნდა მოვახერხოთ მომხმარებელთა რივიუს მიღება ისე რომ არანაირი გაღიზიანება და პროტესტი არ გამოვიწვიოთ მათი მხრიდან.

რეპუტაცია ბიზნესებისთვის ყველაფერია, მითუმეტეს კარგი რეპუტაცია. ქვემოთ გთავაზობთ საინტერესო რჩევებს, თუ როგორ მოვიპოვოთ პოზიტიური რივიუ და სწორად დავაბალანსოთ გამოკითხვა.

პირველ რიგში, შეეკითხეთ მათ სურთ თუ არა მონაწილეობის მიღება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველა სახის გამოკითხვა უნდა იყოს წესებსა და სერვისებს მორგებული.

პერსონალური გამოკითხვა ყველაზე ეფექტურია, ამისთვის კი პირველ რიგში, უნდა გაერკვიოთ რამდენად ხშირი შეხება აქვს თქვენს ბრენდთან.

კარგი იქნება თუ გამოკითხვას იმეილით ჩაატარებთ, ხოლო თუ ამან ვინმეს გაბრაზება გამოიწვია, შეგიძლიათ ონლაინ გამოკითხვა აწარმოოთ მათთვის.

საუკეთესო იმეილ ხრიკები კი ესენია:

1. გაგზავნეთ რეალური პირის მისამართით.
2. მიმართეთ პერსონალურად.
3. გამოიყენეთ call-to-action ღილაკი.
4. გამოსცადეთ სხვადასხვა ტიპის რივიუ რათა ნახოთ რომელია უკეთესი.

გისურვებთ წარმატებებს!